ირიდაჯგუფი აცხადებს ვაკანსიას წარმოების და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00 -18:00
მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა 2
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება და კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა კომპანიის სარეკლამო პროდუქციასთან დაკავშირებით (სატელეფონო და სოციალურ ქსელის მეშვეობით)
- შესრულებული შეკვეთის კლიენტისთვის გადაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- 3 თვიანი შესწავლის პერიოდის შემდეგ გრაფიკული დიზაინის პროგრამებში სარეკლამო მასალების მომზადებაში მხარდაჭერა- (სავიზიტო ბარათების, ბუკლეტების, სტიკერების და სხვა პოლიგრაფიული პროდუქციის მარტივი ესკიზების შექმნა)
- მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა
მოთხოვნები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- კარგი კომუნიკაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ბაზისური კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა – MS. Office (დასაქმების შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ გრაფიკული პროგრამების შესწავლას)
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უპერატესად ჩაითვლება
კანდიდატი, გასაუბრების შემდეგ მიღებულ იქნება 2 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის ვადით.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე iridagroupi@gmail.com