თქვენmain_papka_karton2 მიხედვით მოსალაპარაკებლად უცნობ ორგანიზაციაში. თქვენს ინტერესშია მოახდინოთ ძლიერი დადებითი შთაბეჭდილება. სთავაზობთ მოსაუბრეს სავიზიტო ბარათს და ხსნით საქაღალდეს, სადაც განლაგებულია წარმომადგენლობითი მიზნებისათვის განკუთვნილი პროსპექტები და სარეკლამო ფურცლები.საფირმო საქაღალდეები, როგორც საფირმო ბლანკები ან სავიზიტო ბარათი, კომპანიის სტილის ერთ ერთი აუცილებელი ატრიბუტია. საქაღალდეები არსებობენ შემდეგი სახის: გვერდითა სარქველების გარეშე, წებოვანი ან ამოკვეთილი სარქველებით.
საქაღალდეების დასამზადებლად გამოიყენება ქაღალდისა და მუყაოს მრავალი სახეობა. ეს შეიძლება იყოს, როგორც ჩვეულებრივი ცარცის ქაღალდი 250-300 გრ/კვ.მ. ასევე დიზაინერული ან ფაქტურიანი ქაღალდი. საქაღალდის ფორმატი დაკეცილ მდგომარეობაში უმეტეს შემთხვევაში A4 ფორმატისაა. საქაღალდეები გვერდითა სარქველების გარეშე სტანდარტულ ვარიანტში წარმოადგენს შუაზე გაკეცილ ფურცელს ზომით 430*305 მმ. ამ სახეობის საქაღალდის დამზადება სირთულეს არ წარმოადგენს და გამოირჩევა დაბალი ფასით, თუმცა ის ძალიან მოსახერხებელია.
საქაღალდეების დამზადებას დასაწები სარქველებით, მიზანშეწონილია მივმართოთ მაშინ როდესაც ტირაჟი მცირეა და შეადგენს 50,100,200 ეგზემპლარს. გვერდითა სარქველების ჩაწებების პროცესი ძალიან შრომატევადია და დიდი ტირაჟისას აზრს კარგავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ წესით დამზადებული საქაღალდე გამოირჩევა სიმყარით და შიგ მოთავსებული დოკუმენტები დაცულია გაფანტვისაგან.
ყველაზე ფართოდ გავრცელებულია საქაღალდეები, ამოკვეთილი გვერდითა სარქველებით. ამ ტიპის საქაღალდის დასამზადებლად საჭიროა ამოსაკვეთი შტამპი. ჩვენ გთავაზობთ ისარგებლოთ სტამბაში არსებული მზა შტამპებით რომელთა შაბლონის ნიმუშები აქვეა მოყვანილი.

sqema

ფერი/ტირაჟი1002003005001000
1+01,501,301,000.800,60
4+0XX1.501.251.0